⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁢⁢⁡⁢⁤Legal

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁡⁢⁢⁤How Crypto Exchange LLC processes customers' personal data.

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁢⁡⁢⁤Download PDF

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁢⁡⁡⁤Version of 5 October 2026

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁢⁢⁡⁤This document is available in Georgian only.

1. ზოგადი ინფორმაცია

1.1. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ამუშავებს შპს „კრიპტო იქსჩეინჯი“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

1.2. კომპანია მონაცემებს ამუშავებს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მონაცემთა დამუშავების მიზნები

მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის:

  • ა) მომხმარებლის რეგისტრაცია
  • ბ) იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
  • გ) KYC/AML პროცედურების განხორციელება
  • დ) სანქციებისა და შესაბამისობის შემოწმება
  • ე) ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა
  • ვ) ოპერაციების დამუშავება და აღრიცხვა
  • ზ) ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • თ) თაღლითობისა და უკანონო საქმიანობის პრევენცია
  • ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება
  • კ) მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • ლ) ტექნიკური და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • მ) საჩივრებისა და მოთხოვნების განხილვა

3. მონაცემთა კატეგორიები

კომპანიამ შესაძლოა დაამუშაოს:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • საცხოვრებელი მისამართი
  • KYC მონაცემები
  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები
  • საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
  • ოპერაციების შესახებ ინფორმაცია
  • ანგარიშის მონაცემები
  • საფულის მისამართები
  • ტექნიკური მონაცემები
  • IP მისამართი
  • მოწყობილობისა და უსაფრთხოების მონაცემები
  • კანონმდებლობით/შესაბამისობის პროცესით საჭირო სხვა ინფორმაცია

4. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემები მუშავდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის:

  • მომხმარებელთან ხელშეკრულების შესრულების მიზნით
  • კომპანიის სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის მოთხოვნების შესასრულებლად
  • კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ფარგლებში, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი პირობები არსებობს
  • მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, როდესაც თანხმობა წარმოადგენს შესაბამის სამართლებრივ საფუძველს

5. მონაცემთა მესამე პირებისთვის გადაცემა

მონაცემები შესაძლოა გადაეცეს/გაემჟღავნოს შესაბამის მესამე პირებს კანონმდებლობით, მომსახურების ბუნებით ან მომხმარებლის შესაბამისი თანხმობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

კომპანია მესამე პირებს გადასცემს მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემებს, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის აუცილებელია, როდესაც ასეთი შეზღუდვა შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნებითა და მომსახურების ბუნებით არის განსაზღვრული.

თუ მონაცემთა გადაცემა სავალდებულოა კანონმდებლობის საფუძველზე ან უფლებამოსილი ორგანოს კანონიერ მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად, ასეთი გადაცემა განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით.

თუ მომსახურების უზრუნველსაყოფად ან ტექნიკური/პროფესიული მომსახურების მისაღებად საჭიროა მონაცემთა სხვა ქვეყანაში გადაცემა, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვას.

6. მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების:

  • დაკარგვის
  • უნებართვო წვდომის
  • შეცვლის
  • გამჟღავნების
  • უკანონო დამუშავების

რისკების შესამცირებლად.

7. მონაცემთა შენახვა

მონაცემები ინახება მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.

8. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები საკუთარ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

მომხმარებლის მოთხოვნები შეიძლება წარდგენილ იქნეს:

  • ელფოსტა - support@cryptoexchange.com.ge
  • ფიზიკური მისამართი - საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ვერცხლის ქ., N 1

9. Cookies და ტექნიკური მონაცემები

ვებსაიტმა შესაძლოა გამოიყენოს აუცილებელი ტექნიკური cookies და სხვა ტექნოლოგიები პლატფორმის ფუნქციონირების, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველსაყოფად.

არასავალდებულო cookies-ის გამოყენების შემთხვევაში მათი გამოყენება განხორციელდება შესაბამისი წესისა და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე.

10. პოლიტიკის ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია, მომხამრებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, განაახლოს/შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. განახლებული ვერსია განთავსდება ვებსაიტზე შესაბამისი თარიღის მითითებით.

11. მომხმარებლის თანხმობა

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁢⁡⁢⁢⁤You confirm these when you create an account.

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁢⁢⁡⁡⁤Create an account

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁢⁢⁢⁤Questions about this document: support@cryptoexchange.com.ge

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁡⁢⁡⁤Privacy policy — Crypto Exchange LLC